დასახელდა ჰაიტის ნაკრების შემადგენლობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის #1TVSPORT
ჰაიტის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სებასტიან მიგნემ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ჰაიტის ნაკრები მუნდიალზე C ჯგუფში ბრაზილიასთან, მაროკოსა და შოტლანდიასთან ერთად იასპარეზებს. ჩრდილოეთ ამერიკის ზონის წარმომადგენელი მსოფლიო პირველობაზე 1974 წლის შემდეგ პირველად მიიღებს მონაწილეობას.
მეკარეები: ჯონი პლასიდე („ბასტია“), ალექსანდერ პიერი („სოშო“), ჟოსუე დუვერჟე („კუბლენცი“)
მცველები: კარლენს არკუსი („ანჟერი“), ვილგენს პოგუანი („ზულტე ვარეგემი“), დუკ ლაკრუა („კოლორადო“), მარტინ ექსპერიენსი („ნანსი“), ჯკ დუვერნი („გენტი“), რიკარდო ადრე („ლდუ კიტო“), ჰანეს დელკრუა („ლუგანო“), კეეტო ტერმონსი („იანგო ბოისი II“)
ნახევარმცველები: ლევერტონ პიერი („ვიზელა“), კარლ-ფრედ საინტი („ელ პასო“), ჟან-ჟაკ დანლი („ფილადელფია უნიონი“), ჟანრისნერ ბელიგარდი („ვულვზი“), პიერ ვუდენსკი („ვიოლეტი“), დომინიკ სიმონი („პრეშოვი“)
თავდამსხმელები: ლუისიუს დედსონი („დალასი“), რუბენ პროვიდენსი („ალმერე სიტი“), ჟოსუე კასიმირი („ოსერი“), დერიკ ეტიენი („ტორონტო“), ვილსონ ისიდორი („სანდერლენდი“), დაკენს ნაზონი („ესტეღლალი“), ფრანცდი პიერო („რიზესპორი“), იასინ ფორტუნი („ვიზელა“), ლენი იოსეპი („ფერენცვაროში“)