დასახელდა ფეხბურთის ისტორიაში 10 მთავარი რევოლუციონერი #1TVSPORT
დასახელდა ფეხბურთის ისტორიაში 10 მთავარი რევოლუციონერი #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა პორტალმა, Give me Sport-მა გამოაქვეყნა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელთა რეიტინგი, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს სპორტის ამ სახეობაზე.

სიის ლიდერი გახდა „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელი, ლეგენდარული ნიდერლანდელი იოჰან კრუიფი. მეორე ადგილი დაიკავა არგენტინული ფეხბურთის კერპმა, დიეგო მარადონამ, მესამეზე გავიდა ჟან-მარკ ბოსმანი.

ფეხბურთის ისტორიაში 10 უდიადესი რევოლუციონერი Give Me Sport-ის ვერსიით:

  1. იოჰან კრუიფი – რევოლუციონერი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში
  2. დიეგო მარადონა – წინააღმდეგობრივი, მაგრამ ბრწყინვალე ფიგურა
  3. ჟან-მარკ ბოსმანი – ცვლილება უფასო ტრანსფერების მუშაობის პრინციპებში
  4. ჯასტინ ფაშანუ – პირველი გეი ფეხბურთელი
  5. ვივ ანდერსონი – პირველი ფერადკანიანი ინგლისის ნაკრებში
  6. სტენლი მეტიუზი – ითამაშა 50 წლამდე
  7. ანტონინ პანენკა – პენალტის ახალი ტექნიკის გამომგონებელი
  8. კლოდ მაკელელე – დაცვითი ყაიდის ნახევარმცველის პოზიციის პროგრესი
  9. მანუელ ნოიერი – პირველი მეკარე/მცველი ფეხბურთში
  10. ტრევორ ფრენსისი – პირველი ბრიტანელი მილიონფუნტიანი ფეხბურთელი