დასახელდა ექვსი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც „ბარსელონა“ აკვირდება #1TVSPORT

14:48, 11.10.2026

„ბარსელონა“ აპირებს, გააგრძელოს ინვესტირება ახალგაზრდა ფეხბურთელებში, რომლებიც კლუბის აკადემიის მიღმა თამაშობენ. კატალონური გრანდის მიზანია, დროულად გაიფორმოს ასეთი ფეხბურთელები, სანამ მათი ფასი გაიზრდება. ამის შესახებ წერს გამოცემა Sport.es-ი.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის „ბარსელონა“ აკვირდება ექვს ფეხბურთელს, ესენია: 19 წლის ჯოშ კინგი (ფულჰემი), 19 წლის არტურ დიასი (ატლეტიკო პარანაენსე), 16 წლის ედუარდო კონსეისაო (პალმეირასი), 15 წლის გაბრიელ რაიკოვიჩი (ვოლერენგა), 17 წლის კავან სალივანი (ფილადელფია) და 16 წლის ჯეი-ჯეი გაბრიელი (მანჩესტერ იუნაიტედი).

მსგავსი