დასახელდა ბრაზილიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის #1TVSPORT

08:35, 12.05.2026

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის გუნდის გაფართოებული, 54-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში მოხვდა „პორტუს“ 41 წლის ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა. სიაშია ნეიმარიც, რომლის მუნდიალზე გამგზავრებასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება.

ბრაზილიის ნაკრების საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები ჯგუფში მაროკოსთან, ჰაიტისა და შოტლანდიასთან ერთად ითამაშებენ. პირველი მატჩი ბრაზილიას 14 ივნისს მაროკოსთან ელის.

ბრაზილიის ეროვნული გუნდის განაცხადი:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (ფენერბაჰჩე), ბენტო (ალ-ნასრი), უგო სოუზა (კორინთიანსი), ჯონი (ნოტინგემი), კარლოს მიგელი (პალმეირასი)

მცველები: მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა (პორტუ), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), ლეო პერეირა (ფლამენგო), როჯერ იბანიესი (ალ-აჰლი), ალექს სანდრო (ლილი), ფაბრისიო ბრუნო (კრუზეირო), ლუკას ბერალდო (პსჟ), ვიტორ რეისი (ჟირონა), მურილო (ნოტინგემი), ვესლი ფრანკა (რომა), დანილო (ფლამენგო), პაულუ ენრიკე (ვასკო და გამა), ვიტინიო (ბოტაფოგო), ალექს სანდრო (ფლამენგო), დუგლას სანტოსი (ზენიტი), ლუსიანო ჟუბა (ბაია), კაიო ენრიკე (მონაკო), კაიკი (კრუზეირო), კარლოს აუგუსტო (ინტერი)

ნახევარმცველები: კაზემირო (მანჩესტერი), ბრუნო გიმარაეში (ალ-იტიჰადი), ანდრეი სანტოსი (ჩელსი), დანილო (ბოტაფოგო), ლუკას პაკეტა (ფლამენგო), გაბრიელ სარა (გალათასარაი), ჟოაო გომესი (ვულვზი), ანდრეას პერეირა (პალმეირასი), ჟოელინტონი (ნიუკასლი), ჟერსონი (კრუზეირო), მათეუშ პერეირა (კრუზეირო)

თავდამსხმელები: ვინისიუსი (რეალი), რაფინია (ბარსელონა), მატეუშ კუნია (მანჩესტერი), ლუის ენრიკე (ზენიტი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), ჟოაო პედრო (ჩელსი), ნეიმარი (სანტოსი), ენდრიკი (ლიონი), რაიანი (ბორნმუთი), ანტონი (ბეტისი), იგორ ტიაგო (ბრენტფორდი), პედრო (ფლამენგო), რიშარლისონი (ტოტენჰემი), იგორ ჟეზუში (ნოტინგემი), კაიო ჟორჟე (კრუზეირო)

მსგავსი