დარვინ ნუნიესმა „ნაპოლიში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა #1TVSPORT
დარვინ ნუნიესმა „ნაპოლიში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ურუგვაელმა ფორვარდმა დარვინ ნუნიესმა წინასწარი თანხმობა მისცა „ნაპოლიში“ გადასვლაზე – ფეხბურთელი დაინტერესებულია მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს პროექტით.

ახლა ამ გარიგების დასრულებაზე მთავარი წინაღობაა ფინანსური მხარე. „ლივერპული“ ნუნიესის სანაცვლოდ სოლიდური თანხის მიღებას ვარაუდობს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება ფეხბურთელის ხელფასი.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ მერსისაიდული კლუბი ურუგვაელ ფორვარდში 70 მილიონ ევროს ითხოვს. თუ „ნაპოლი“ ვერ შეძლებს „ლივერპულთან“ მოლაპარაკებას, ამ შემთხვევაში იტალიის ჩემპიონი განიხილავს ლორენცო ლუკასა (უდინეზე) და რასმუს ჰოილუნდის (მანჩესტერ იუნაიტედი) კანდიდატურებს.