დარვინ ნუნიესი, შესაძლოა, საუდის არაბეთის ლიგაში გადავიდეს #1TVSPORT
დარვინ ნუნიესი, შესაძლოა, საუდის არაბეთის ლიგაში გადავიდეს #1TVSPORT

დიდი ალბათობით, ურუგვაელი თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი ინგლისის მოქმედი ჩემპიონის, „ლივერპულის“ რიგებს დატოვებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, არნე სლოტი ნუნიესს თავის გეგმებში ვერ ხედავს და „წითლები“ მზად არიან, ფეხბურთელი გაყიდონ, თუკი მისაღებ წინადადებას შესთავაზებენ. რომანოს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის შეძენასთან ყველაზე ახლოს საუდის არაბეთის ლიგის წარმომადგენელი „ალ ჰილალია“.

საუდის არაბეთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი ნუნიესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ურუგვაელი მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

დარვინ ნუნიესი „ლივერპულში“ 2022 წელს გადავიდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 143 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბენფიკის“, „ალმერიისა“ და „პენიაროლის“ რიგებში თამაშობდა.