დარვინ ნუნიესი მზადაა, კარიერა „ალ ჰილალში“ გააგრძელოს #1TVSPORT
დარვინ ნუნიესი მზადაა, კარიერა „ალ ჰილალში“ გააგრძელოს #1TVSPORT

„ლივერპულის“ ურუგვაელი თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი მზადაა, კარიერა საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ ჰილალში“ გააგრძელოს, – ინფორმაცაის Foot Mercato-ს ჟურნალისტი სანტი აოუნა ავრცელებს.

სხავდასხვა ინგლისური გამოცემის ცნობით, არაბული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ, დაახლოებით, 70 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა ჯერ ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

25 წლის დარვინ ნუნიესი „ლივერპულის“ წევრი 2022 წელს გახდა. მას შემდეგ ყველა ტურნირზე მან 143 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში მან დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე ჩაატარა.