დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ ჰილალში“ გააგრძელებს #1TVSPORT
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ ჰილალში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ურუგვაელი თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი „ლივერპულიდან“ კარიერას საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ ჰილალში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის ცნობით, არაბული კლუბი ნუნიესის სანაცვლოდ „ლივერპულს“ 53 მილიონ ევროს გადაუხდის, ასევე გათვალისწინებულია ბონუსებიც.

რამდენიმე დღის წინ დარვინ ნუნიესმა „ალ ჰილალთან“ პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა, მისი დამატება ასევე სურდა გუნდის მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის.

26 წლის ურუგვაელი „ლივერპულის“ წევრი 2022 წელს 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ გახდა, ამ დროის მანძილზე გუნდის მაისურით ნუნიესმა 95 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

„ლივერპული“ თავდამსხმელის პოზიციაზე ალექსანდერ ისაკის შეძენას ცდილობს. პირველი შეთავაზება, 120 მილიონი ევრო „ნიუკასლმა“ შვედი ფეხბურთელის სანაცვლოდ უარყო, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკება გრძელდება.