დარიო სრნა „შახტარის” დირექტორი გახდა

19:57, 24.06.2020

დონეცკის „შახტარის” ყოფილი კაპიტანი დარიო სრნა უკრაინულ კლუბში ფეხბურთის მიმართულების დირექტორად დაინიშნა.

„მას შეუძლია თავისი მდიდარი საფეხბურთო გამოცდილება გამოიყენოს ახალგაზრდა ფეხბურთელების დასახმარებლად. დარიოს ამოცანებს შორის არის – ახალგაზრდების განვითარება, უცხოელი ფეხბურთელების ადაპტაცია, აკადემიის აღსაზრდელთა პირველ გუნდში ინტეგრაცია, ტრანსფერების განხილვაში მონაწილეობა…” – წერია „შახტარის” ოფიციალურ განცხადებაში.

სრნამ 15 სეზონი გაატარა „შახტარის” შემადგენლობაში. სულ ამ გუნდის რიგებში 536 მატჩი ჩაატარა, რაც საკლუბო რეკორდია და 26 ტიტული მოიპოვა: უეფას თასი, ჩემპიონობა (10-ჯერ), ქვეყნის თასი (7) და ქვეყნის სუპერთასი (8).

ერთი წლის წინ, 38 წლის სრნა დაბრუნდა „შახტარში” და ლუიშ კაშტროს საწვრთნელ შტაბში შევიდა.

მსგავსი