დარიო სრნა დონეცკის „შახტარში“ დაბრუნდა
დარიო სრნა დონეცკის „შახტარში“ დაბრუნდა

დონეცკის „შახტარის“ ყოფილი კაპიტანი დარიო სრნა, რომელიც ბოლო პერიოდში იტალიის „კალიარიში“ თამაშობდა, უკრაინულ კლუბში დაბრუნდა, – იტყობინება „შახტარის“ პრესსამსახური.

სრნა უკრაინულ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუის კასტროს ასისტენტის რანგში დაბრუნდა.

ხორვატმა მცველმა „შახტარში“ კარიერის 15 წელი (2003-2018) გაატარა. სულ მან დონეცკურ კლუბში 536 მატჩი ჩაატარა, 49 გოლი გაიტანა და 26 ტიტული მოიგო.

ლუის კასტროს პრეზენტაცია „შახტარის“ მთავარი მწვრთნელის რანგში 21 ივნისს გაიმართება. მან ამ პოსტზე პაულო ფონსეკა შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, „რომაში“ გადავიდა სამუშაოდ.