„დარიო ასი“ – „ვალენსიამ“ და მამარდაშვილმა კონტრაქტის გასაუმჯობესებლად მოლაპარაკებები დაიწყეს #1TVSPORT
„დარიო ასი“ – „ვალენსიამ“ და მამარდაშვილმა კონტრაქტის გასაუმჯობესებლად მოლაპარაკებები დაიწყეს #1TVSPORT

ცნობილი ესპანური გამოცემა „დარიო ასის“ ცნობით, „ვალენსიამ“ და გიორგი მამარდაშვილმა უკვე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გასაუმჯობესებლად მოლაპარაკებები დაიწყეს.

„კლუბმაც და ფეხბურთელმაც უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები კონტრაქტისა და გუნდში მისი სტატუსის გასაუმჯობესებლად. ჩვენი წყარო ირწმუნება, რომ ჯერ მხოლოდ პირველი საუბარი გაიმართა, რადგან „ვალენსიამ“ ჯერ უნდა გადაწყვიტოს გონსალო გედეშის მომავალი, კარლოს სოლერისთან და ხოსე ლუის გაიასთან კი კონტრაქტები განაახლოს.

მამარდაშვილს სურს დარჩეს „მესტალიაზე“, რადგან ის ხედავს, რომ ეს არის ისეთ მნიშვნელოვან კლუბში დამკვიდრების გასაღები, როგორიც „ვალენსიაა“ და ორივე მხარე ერთსა და იმავე მიზანზე თანხმდება.

მარკეტინგული ვებგვერდის, „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, მამარდაშვილის ღირებულება „ვალენსიაში“ გადასვლის შემდეგ ექვსჯერ გაიზარდა, რადგან კლუბმა მისი ტრანსფერი გამოისყიდა. ქართველი მეკარის საბაზრო ღირებულებამ 5 მილიონ ევროს მიაღწია, რადგან მისი წინსვლის შესაბამისად გაუმჯობესდა“, – ამტკიცებს „დარიო ასი“.

გამოცემა eldesmarque კი საქართველოს ნაკრებში გიორგი მამარდაშვილის გამოძახებას გამოეხმაურა და „ვალენსიას“ ქართველი მეკარის ტრანსფერზე საინტერესო დეტალები გაავრცელა.

„გიორგი მამარდაშვილი ქვეყნის მთავარ გუნდში სათამაშოდ მიდის. „ვალენსიაში“ მისი დაცვის გეგმა უკვე არსებობს. გიორგი მამარდაშვილი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეინარჩუნა „ვალენსიამ“ ადგილი ლა ლიგაში. კლუბმა ძალიან რთული წელი დაასრულა, ქართველმა მეკარემ კი სირთულეები გადალახა, რათა მაქსიმალურად გამოეჩინა თავი და ეჩვენებინა, რომ გუნდში ადგილის ღირსია.

მისი ზრდის ნათელი მტკიცებულებაა, რომ 21 წლის ასაკში ქვეყნის მთავარ გუნდში იწვევენ. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ თამაშს გამართავს.

გუნდმა ისარგებლა კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით და გადაიხადა 800 000 ევრო 2021 წლის ბოლოს, მისი პოტენციალისადმი დიდი ნდობის გამო. მას შემდეგ, რაც საკითხი საბოლოოდ შეთანხმდა, ქართველმა მეკარემ კონტრაქტი სამი სეზონით გააფორმა, პლუს 2025 წლის ივნისამდე ოპციით.

ეს პუნქტი გულისხმობს, რომ მასში კლუბი ტრანსფერში 20 მილიონი ევროდან 30 მილიონამდე მოითხოვს. ახლა კლუბმა გადაწყვიტა ამ პუნქტის გაუმჯობესება და ეს ზაფხულის სტრატეგიული ოპერაციაა“, – წერს „eldesmarque“.