„დარიო ასი“ - მამარდაშვილს „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუკავშირდა #1TVSPORT
„დარიო ასი“ - მამარდაშვილს „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუკავშირდა #1TVSPORT

„ვალენსიას“ ქართელ მეკარეს დაურეკეს ინგლისის გრანდებმა, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედმა“, ამიტომ „ვალენსიას“ სურს გააუმჯობესოს კონტრაქტი – ამ სენსაციურ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „დარიო ასი“ ავრცელებს.

 

პრემიერლიგელები მამარდაშვილისთვის ჩამოვიდნენ

„ახლა „ვალენსიას“ კლუბის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გიორგი მამარდაშვილის შენარჩუნებაა. მეკარემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რასაც დაემატა ვალენსიელების მიერ გადახდილი დაბალი ფასი (850 000 ევრო). ის ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. „ვალენსიამ“, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უკვე აცნობა მეკარეს, რომ სურს გაახანგრძლივოს კონტრაქტი და ამით გააუმჯობესოს პუნქტი, რომელიც დღეს შეადგენს 20 მილიონ ევროს (და თანდათან 30-მდე გაიზრდება). მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კარგად მიდის, ის არ შეიძლება ზედმეტად გაიწელოს.

საქმე ისაა, რომ ქართველის დონე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ევროპულ გრანდებს, რომლებიც მასში ხედავენ მომავლის მეკარეს. მას დამატებით პლუსს სიმაღლე (199 სმ) ანიჭებს, რაც დიდი ლიგების სასურველ ობიექტად აქცევს, განსაკუთრებით ინგლისის პრემიერლიგაში. არის ბევრი გუნდი, რომელმაც დაადასტურა ინტერესი. ჩვენმა გაზეთმა მოიპოვა დადასტურებული ცნობა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მამარდაშვილს დაურეკა, რათა კლუბში მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეღო.

მანჩესტერულ გუნდს ზაფხულში მრავალი ცვლილება ელის მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა. გუნდში ორი მეკარეა, რომელთა საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვანია (დე ხეა და დინ ჰერდენსონი). განიხილავენ ფულის გამომუშავებას ერთ-ერთი მათგანის ტრანსფერით – ჰენდერსონს კლუბის დატოვება სურს. „მანჩესტერი“ შეეცდება, პრემიერ-სამყაროში გიორგი ხელმისაწვდომ ფასად გადაიყვანოს. ამგვარად, მამარდაშვილი მეორე მეკარის თეორიული როლით დაიწყებდა, მაგრამ ევროპალიგის სეზონზე იუნაიტედთან ერთად, ექნებოდა ადგილი, რათა თავი დაემტკიცებინა მაღალი დონის კონკურენციაში, იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერლიგაში ძირითადად დე ხეას ათამაშებენ.

გეგმები ჯერ არ გადაზრდილა მტკიცე შეთავაზებაში, ამიტომ „ვალენსია“ ვერ ითმენს და უკვე გამოთქვა მზადყოფნა, კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მოლაპარაკება განაახლოს. მეკარე, როგორც შევიტყვეთ, ძალიან კმაყოფილია „ვალენსიით“, მაგრამ რა თქმა უნდა, გაურკვევლობა მაინც არის. მეტიც – გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს, თუ რომელიღაც პრემიერ-კლუბი, რომელიც დაინტერესდა მეკარით და 15 მილიონს გადაიხდის, „ვალენსია“ ვალდებული იქნება შეთავაზებას დათანხმდეს, რადგან ამით ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს. ეს ფული „ვალენსიას“ დღეს სჭირდება, რათა ვალების ნაწილი დაფაროს. მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდებია. მანამდე კი გუნდის წინაშე დილემაა, რომ მომავალი წლებისთვის გიორგი მამარდაშვილი დაიტოვოს“, – წერს „დარიო ასი“.

დატოვე კომენტარი