დარენ ტილს ლას ვეგასის ქარდზე (UFC 246) რობერტ ვიტეკერთან ბრძოლა სურს
დარენ ტილს ლას ვეგასის ქარდზე (UFC 246) რობერტ ვიტეკერთან ბრძოლა სურს

დღეს ცნობილი გახდა, რომ ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი 18 იანვარს ლას ვეგასში დონალდ „კავბოი“ სერონეს დაუპირისპირდება. ინგლისელმა მებრძოლმა დარენ ტილმა (18-2-1) აღნიშნულ ქარდზე მონაწილეობა და საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონთან რობერტ ვიტეკერთან ბრძოლა ისურვა.

ლივერპულელ მებრძოლს საშუალო წონით დივიზიონში დებიუტი მიმდინარე თვეში ჰქონდა. ტილმა კელვინ გასტელუმი მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება რობერტ ვიტეკერს, ავსტრალიელმა ოქტომბერში სატიტული ბრძოლა ისრაელ ადესანიასთან წააგო და შესაბამისად, ჩემპიონის ქამარი ნიგერიელს გადააბარა. ადესანიასთან მარცხამდე ვიტეკერს ზედიზედ 9 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

დარენ ტილმა და რობერტ ვიტეკერმა სოციალურ ქსელში ბრძოლაზე თანხმობა განაცხადეს.

 

View this post on Instagram

 

Surely they need a co-main event ? @robwhittakermma let’s go! #LowTopTing 🦍

A post shared by @ darrentill2 on