დარენ ტილი რობერტ ვიტეკერს გამოეხმაურა - „გორილა“ საბრძოლველად მზად არის
დარენ ტილი რობერტ ვიტეკერს გამოეხმაურა - „გორილა“ საბრძოლველად მზად არის

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი დარენ ტილი (18-2-1) ყოფილ ჩემპიონ რობერტ ვიტეკერს (20-5) გამოეხმაურა.

ავსტრალიელმა მებრძოლმა ადესანიასთან სატიტულო დაპირისპირებაში განცდილი მარცხის შემდგ ბრძოლაში დარენ ტილი გამოიწვია. მოგეხსენებათ, ტილმა წონა შეიცვალა და ამჟამად სწორედ საშუალო წონით დივიზიონში ასპარეზობს.

ლივერპულელმა მებრძოლმა უკვე გამართა ამ დივიზიონში ბრძოლა და საკმაოდ ძლიერი კელვინ გასტელუმი დაამარცხა.