დარენ ტილი 10 აპრილს მარვინ ვეტორის წინააღმდეგ იბრძოლებს
დარენ ტილი 10 აპრილს მარვინ ვეტორის წინააღმდეგ იბრძოლებს

10 აპრილის ქარდს ძალიან საინტერესო ბრძოლა დაემატა. საშუალო წონით დივიზიონში გიგა ჭიკაძის თანაგუნდელი მარვინ ვეტორი დარენ ტილის წინააღმდეგ იბრძოლებს. ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ESPN-მა გაავრცელა.

დარენ ტილი (18-3-1 MMA, 6-3-1 UFC), რომელიც საშუალო წონით დივიზიონში მე-4 ადგილს იკავებს, ბოლოს ოქტაგონზე 2020 წლის ივლისში გამოჩნდა. მან რობერტ ვიტეკერთან მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით წააგო და მუხლის ტრავმაც მიიღო. ინგლისელს თავდაპირველად დეკემბერში ჯეკ ჰერმანსონთან უნდა ებრძოლა, თუმცა მან ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და ამის გამო დაპირისპირებას ჩაეხსნა.

მარვინ ვეტორიმ (16-4-1 MMA, 6-2-1 UFC) ბოლო 4 ბრძოლა მოიგო. სწორედ იტალიელი დათანხმდა ჯეკ ჰერმანსონთან მოკლე პერიოდში ბრძოლას და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.

10 აპრილის ქარდის ბრძოლები

დარენ ტილი – მარვინ ვეტორი

ნინა ანსაროფიმაკენზი დერნი

ჯარჯის დანჰოიორგან დე კასტრო

იგნასიო ბაჰამონდესი – ჯონ მაკდესი

ნორმა დუმონტიბეა მალეცკი

სემ ალვი – ზაკ ქამინგსი