„დინამო თბილისის“ აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდი „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. გოლები პოლ მოლინამ და პოლ ფელისესმა გაიტანეს.
მოსკოვის „სპარტაკმა“ კი პრინციპულ მეტოქეს, დარასელიას თასის მოქმედ მფლობელს, კიევის „დინამოს“ 3:0 აჯობა. იტალიური „ჯენოამ“ ჰოლანდიური „ვიტესთან“ შეხვედრა დიდი უპირატესობით დაიწყო – გენუელებმა სამწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს. „ვიტესმა“ თამაში გამოასწორა, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა და ტაიმი 2:1 დასრულდა. მეორე ნახევარში იტალიელებმა კიდევ ერთი გაიტანეს და „ჯენოამ“ 3:1 გაიმარჯვა.
პირველი დღის ბოლო შეხვედრა თბილისელებმა გამართეს: „დინამო“ მინსკის „დინამოს“ დაუპირისპირდა და ზაურ სიჭინავასა და გიორგი ჩხეტიანის გოლებით 2:0 დაამარცხა.