დაპირისპირება ქართულ მკლავჭიდში [ვიდეო]

საქართველოს შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, ერეკლე გურჩიანი საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს პარამკლავჭიდელთა დარბაზიდან ინვენტარის უკანონოდ გატანაში ადანაშაულებს.

ერეკლე გურჩიანი ამბობს, რომ დღეს დილით, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „არენა 1“-ში, სადაც პარამკლავჭიდელები ვარჯიშობდნენ, დარბაზის კარი გატეხილი, ინვენტარი კი წაღებული დახვდა. მისივე თქმით, დარბაზში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა, კადრებში სხვა პირებთან ერთად, სოსო ჯაჭვლიანიც დააფიქსირეს.

სოსო ჯაჭვილიანი გურჩიანის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ იგი დარბაზში ბოლო ხუთი თვის განმავლობაში არ ყოფილა. ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში მსოფლიოში აღიარებული მკლავჭიდის ერთიანი ფედერაცია არსებობს, რომლის პრეზიდენტიც თავად არის და პარამკლავჭიდელებიც ამ ფედერაციის წევრები არიან.

შემთხვევის ადგილზე დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა სამართალდამცველებმა დამადასტურებელი ფაქტების არარსებობის გამო საქმე არ აღძრეს.