დანიურმა მედიამ ლობჟანიძე გამოარჩია - ქართველი თავდამსხმელი ოცნების გუნდში მოხვდა #1TVSPORT
დანიურმა მედიამ ლობჟანიძე გამოარჩია - ქართველი თავდამსხმელი ოცნების გუნდში მოხვდა #1TVSPORT

დანიურმა გამოცემა tipsbladet-მა სუპერლიგის გუნდების ოცნების თერთმეტეულები შეადგინა. „რანდერსის“ ოცნების გუნდში საბა ლობჟანიძე დაასახელა.

tipsbladet ქართველ შემტევს მოკლედ ახასიათებს: „საბა ლობჟანიძე „რანდერსშიყოფნის პერიოდში გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო“.

27 წლის ქართველი ფეხბურთელი „რანდერსში“ 2017–2019 წლებში თამაშობდა და 91 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა. თურქეთში 2020 წელს გადავიდა და ამჟამად „ჰატაისპორის“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.