დანიური პლეი-აუტი და ქართველები - სხირტლაძემ გაიტანა, ლობჟანიძემ ითამაშა
დანიური პლეი-აუტი და ქართველები - სხირტლაძემ გაიტანა, ლობჟანიძემ ითამაშა

დანიის სუპერლიგაში აუტსაიდერთა პლეი-აუტების პირველი შეხვედრები გაიმართა. ორ გუნდში ქართველებმა ითამაშეს.

ლუნგბიუმ” საკუთარ მოედანზე “სილკებორგს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში დავით სხირტლაძე იყო, რომელიც 83-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი, 73-ე წუთზე 25 წლის ქართველმა ”სილკებორგისთვის” უმნიშვნელოვანესი გოლი პენალტით გაიტანა.

„სხირტლაძემ განმეორებით შეხვედრამდე “სილკებორგს” ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი შეუნარჩუნა“, – ასე შეაფასა გუნდის ოფიციალურმა გვერდმა ქართველის გოლის მნიშვნელობა. ”სილკებორგის” მეორე ქართველ თავდამსხმელს, მათე ვაწაძეს არ უთამაშია.

რანდერსი” “ჰელსინგორს” ესტუმრა და ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა – შეხვედრა 1:1 დასრულდა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში საბა ლობჟანიძე იყო, რომელმაც ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა. თუმცა, მწვრთნელი ენდო და 67-ე წუთამდე ათამაშა. ”რანდერსი” აგებდა და 84-ე წუთზე 10 მოთამაშის ამარა დარჩა. მაგრამ 87-ე წუთზე ანგარიში მაინც გაათანაბრა და საშინაო შეხვედრას იმედიანად დაელოდება.

პლეი-აუტების ორივე განმეორებითი მატჩი 13 მაისს გაიმართება და ქართველების გუნდები მეტოქეებს საშინაო არენებზე მიიღებენ. ”სილკებორგის” ამოცანას ის ართულებს, რომ 10 მაისს დანიის თასის ფინალში ”ბროდბიუს” შეხვდება და ძალების აღსადგენად მცირე დრო რჩება.