დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც არ უნდა მოხდეს

21:56, 19.01.2026

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთაც არ უნდა მოხდეს.

ლარს ლოკე რასმუსენს ჟურნალისტმა ჰკითხა, გრძნობდა თუ არა, რომ აშშ-მა დანიას უღალატა.

„მე ვიყენებ სიტყვას „გაოცებული“. სიტუაციის ესკალაციის განზრახვა არ მაქვს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ყველა მოკავშირემ ნატო-ს ალიანსში, ევროკავშირში, დაიცვან ეს პრინციპები, რათა აჩვენონ ამერიკელ პრეზიდენტს – თქვენ გაქვთ სურვილი, გაქვთ ხედვა, გაქვთ მოთხოვნა, მაგრამ თქვენ ვერასოდეს შეძლებთ ამის მიღწევას ჩვენზე ზეწოლის გზით“, – განაცხადა რასმუსენმა.

მსგავსი