დანიის რამდენიმე რეგიონში პოლიციის რეიდებია
დანიის რამდენიმე რეგიონში პოლიციის რეიდებია

დანიის რამდენიმე რეგიონში პოლიციის რეიდები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა რამდენიმე სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეიდი იმდენად მასშტაბურია, რომ პოლიციის რამდენიმე შენაერთი იღებს მონაწილეობას.

პოლიციის ინფორმაციით, რეიდის ჩატარებას საფუძვლად უდევს ინფორმაცია შესაძლო ტერაქტთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, დამატებითი დეტალები უცნობია.