დანიის ნაკრების ლეგენდა სისხლის კიბოსგან განიკურნა
დანიის ნაკრების ლეგენდა სისხლის კიბოსგან განიკურნა

დანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ბრაიან ლაუდრუპმა გამოაცხადა, რომ 10-წლიანი ბრძოლის შემდეგ, სრულად შეძლო კიბოს ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელება.

10 წლის წინ, 51 წლის ყოფილ ფეხბურთელს დაუდგინეს ფოლიკულარული ლიმფომა – სისხლის კიბოს ნელა პროგრესირებადი ფორმა.

„დღეს, 10-წლიანი მკურნალობისა და კვლევების შემდეგ, მე, როგორც იქნა, მივიღე დასკვნა, რომელშიც წერია – „ჯანმრთელია“.

დიდი მადლობა „რიგშოსპიტალეტის“ საავადმყოფოს ამ საოცარ და შესანიშნავ სამედიციო პერსონალს“, – დაწერა ლაუდრუპმა თავის „ინსტაგრამში“.

ბრაიან ლაუდრუპს კარიერის განმავლობაში „ბაიერნის“, „ჩელსის“, „აიაქსისა“ და „გლაზგო რეინჯერსის“ შემადგენლობაში უთამაშია. დანიის ნაკრებში მან 82 მატჩი ჩაატარა და 1992 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.