პირველი ტაიმის შემდეგ დანიელები ანგარიშით 2:1 იგებენ
პირველი ტაიმის შემდეგ დანიელები ანგარიშით 2:1 იგებენ

დანიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

კოპენჰაგენის „თელია პარკენზე“ მიმდინარე შეხვედრის პირველ ტაიმში ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა. კუთხურის გათამაშების შემდეგ საქართელოს ნაკრების კარი ამსტერდამის „აიაქსის“ თავადმსხმელმა კასპერ დოლბერგმა აიღო 1:0.

საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა 25-ე წუთზე აღადგინა – ვაკო გვილიას წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა ვაკო გვილიამ განავითარა, მისი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საბა ლობჟანიძემ კი კასპერ შმეიხელის კარი აიღო 1:1. აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე დანიურ კლუბში, „რანდერსში“ თამაშობს, ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კი პირველ შეხვედრას ატარებს.

31-ე წუთზე დანიელები ისევ დაწინაურდნენ – საქართველოს ნაკრების კარში დანიშნული პენალტი კრისტიან ერიქსენმა შეასრულა – მეკარე გიორგი ლორიამ „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთს თითებით შესწვდა, მაგრამ ვერ მოიგერია 2:1.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოედანზე გუნდი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა. შემადგენლობაში ნომინალური ფორვარდის როლში კი საყრდენი ნახევარმცველი ვაკო გვილიაა.

აღსანიშნავია, რომ დანიელები იძულებულები გახდნენ, შეცვლა პირველივე ტაიმში განეხორციელებინათ – ტრავმის გამო მოედანი მასპინძელთა კაპიტანმა, „სევილიას“ მცველმა კასპერ კიაერმა დატოვა, რომელიც მატიას იორგენსემა შეცვალა.

დანია 2:1 საქართველო 

გოლები: 1:0 დოლბერგი (), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიქსენი (31. პენალტი)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (36. იორგენსენი), კრისტიანსენი, სკოვი, დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, სტრიუგერ-ლარსენი, პოულსენი, ჰეიბერგი

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი – კანკავა, კვეკვესკირი, პარუნაშვილი – კიტეიშვილი, გვილია, ლობჟანიძე