დანიელე დე როსის „ფიორენტინა“ იწვევს
დანიელე დე როსის „ფიორენტინა“ იწვევს

„რომას“ ლეგენდარულ ნახევარმცველ დანიელე დე როსის გადაბირება „ფიორენტინას“ სურს, – წერს „კალჩომერკატო“.

„ფიორენტინას“ ბოსებმა უკვე მოამზადეს წინადადება 35 წლის ნახევარმცველისთვის, რომელმაც იტალიაში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

„დე როსი მიიღებს წელიწადში 1.3 მილიონ ევროს და კონტრაქტი ორ წელზე იქნება გათვლილი“, – იტყობინებიან ჟურნალისტები.

დანიელე დე როსი 2002 წლიდან თამაშობდა „რომაში“. ამ პერიოდში მან 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა დედაქალაქურ კლუბში.

გასულ სეზონზე დე როსიმ 23 ოფიციალურ მატჩში ორ-ორი გოლი და შედეგიანი გადაცემა დააგროვა.