დანიელ მალდინი გამარჯვების გოლის შემდეგ ავტოავარიაში მოხვდა #1TVSPORT

16:18, 13.09.2026

„კალიარის“ ნახევარმცველმა, დანიელ მალდინიმ უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად. ლეგენდარული პაოლო მალდინის ვაჟი მილაში იმყოფებოდა, სადაც „ატალანტასთან“ გასვლითი მატჩის შემდეგ ჩავიდა. ამ შეხვედრაში უმცროსმა მალდინიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

წყაროს ცნობით, ავარია ადგილობრივი დროით დილის 5:15-ზე მოხდა. დაზარალდა ექვსი ადამიანი: თავად მალდინი, ორი გოგონა – 20 და 22 წლის და სამი ბიჭი – 19, 20 და 21 წლის. ყველა მათგანმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას მივიდა სასწრაფო დახმარების სამი მანქანა. ერთ-ერთ დაზარალებულს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, დანარჩენი ხუთი, მათ შორის მალდინი, საავადმყოფოში მიიყვანეს. ადგილობრივი პოლიცია ავარიის მიზეზებს იძიებს, რათა ზუსტი გარემოებები დაადგინოს.

მსგავსი