დანიელ ჰაგარი ​- გასულ ღამეს ისრაელის მიმართულებით თითქმის 350 რაკეტა იქნა გაშვებული, ისრაელის თავდაცვამ წარმატებით შეძლო თავდასხმების მოგერიება
დანიელ ჰაგარი ​- გასულ ღამეს ისრაელის მიმართულებით თითქმის 350 რაკეტა იქნა გაშვებული, ისრაელის თავდაცვამ წარმატებით შეძლო თავდასხმების მოგერიება

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვამ წარმატებით შეძლო ირანის თავდასხმების მოგერიება.

ჰაგარის თქმით, გასულ ღამეს ისრაელის მიმართულებით ირანიდან, ერაყიდან, იემენიდან და „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან თითქმის 350 რაკეტა იქნა გაშვებული, რომლებსაც დაახლოებით 60 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა.

„ირანს სურს რეგიონში ესკალაცია. აქამდე ის ცდილობდა თავისი მარიონეტების მეშვეობით, თუმცა ახლა ნამდვილი სახე გამოავლინა. ირანის თავდასხმების დროსაც კი, არცერთი წუთით ჩვენ მხედველობიდან არ გამოგვრჩენია ჩვენი მისია ღაზაში, რომ გამოვიხსნათ ჩვენი მძევლები ირანის მარიონეტების, „ჰამასის“ ხელიდან. ჩვენი მორალური უფლებაა, რომ 133 მძევალი სახლებში დავაბრუნოთ“, – აცხადებს ჰაგარი ვიდეომიმართვაში.