დანიაში სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
დანიაში სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

დანიაში სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამი იმ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც დუბაიში იმყოფებოდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან 10 იანვრამდე კორონავირუსის ბრიტანული სახეობით 256 მოქალაქე დაინფიცირდა. მონაცემებმა იმ პერიოდში დადასტურებული შემთხვევების 1,3% შეადგინა.

მოსალოდნელია, რომ თებერვლის შუა რიცხვებისთვის დომინანტი გახდება ვირუსის სახეობა, რომელმაც მუტაცია განიცადა. იანვრის პირველ კვირაში კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხებიდან 3,6% ახალმა შტამმა შეადგინა.

დანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 188 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 1 748 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ქვეყანაში მოქმედი კარატინი სამი კვირით გახანგრძლივდა.