მსოფლიო ჩემპიონატზე „C“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პერუ და დანია დაუპირისპირდნენ. ამ მატჩამდე ორივე გუნდს 15 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმის დასაწყისში სამხრეთ ამერიკელები აქტიურობდნენ, თუმცა შემდეგ უპირატესობა ხელთ დანიამ იგდო.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კუევამ პენალტი მოიპოვა და თავადვე ძალიან ცუდად დაარტყა. მატჩის მეორე ნახევარში ორივე გუნდი უტევდა, თუმცა ერთადერთი შედეგიანი შეტევა დანიელებს ჰქონდათ. 59-ე წუთზე ევროპელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, ერიკსენმა პოულსენი მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა და ამ უკანასკნელს გოლის გატანა არ გასჭირვებია.
„C“ ჯგუფში პირველ ადგილს საფრანგეთი და დანია იყოფენ, ხოლო პერუს და ავსტრალიას პირველი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!