დანია მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩამოვიდა - ტომასონს მოგების იმედი აქვს
დანია მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩამოვიდა - ტომასონს მოგების იმედი აქვს

დანიის ნაკრები თბილისშია და საქართველოსთან „ევრო2020“-ის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის ემზადება, რომელიც 8 სექტემბერს „დინამო-არენაზე“ გაიმართება.

დანია თბილისს მთავარი მწვრთნელის, აგე ჰარეიდეს გარეშე ესტუმრა, რომელიც ავადმყოფობის გამო ვერ ჩამოვიდა. მედიას „დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი, იონ დალ ტომასონი შეხვდა.

„კოპენჰაგენში საქართველოსთან მაღალ დონეზე ვითამაშეთ და დიდი ანგარიშით მოვიგეთ. საერთოდ, სახლში ძლიერად ვთამაშობთ, გასვლაზე კი გაცილებით რთული შეხვედრა გველის. საქართველოში, 15 წლის წინაც ვიყავი და მაშინ ორი გოლი გავიტანე. იმედია, ხვალაც წარმატებით ვითამაშებთ და ჯგუფში პირველ ადგილზე ვიქნებით. მთავარი მწვრთნელის არყოფნის მიუხედავად, მჯერა, რომ პრობლემები არ შეგვექმნება. დანია ძლიერი ნაკრებია და ჩვენ შესაძლებლობების გვჯერა“, – ამბობს წარსულში ცნობილი თავდამსხმელი.

საქართველოსა და დანიის მატჩი 8 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.