დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2.1 მილიარდი დოლარით ზრდის. როგორც „როიტერი“ წერს, პოლიტიკურმა პარტიებმა არქტიკისთვის მეტი თანხის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, შეთანხმება მოიცავს სამი ახალი არქტიკული საზღვაო ხომალდის დაფინანსებას, ორი შორ მანძილზე მოქმედი დრონისა და თანამგზავრების განლაგებას რეგიონში დაზვერვის შესაგროვებლად.
დანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ახალი ინვესტიციები განვითარდა ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიის ხელისუფლებასთან ერთად, რომლებზეც გავლენას მოახდენს ახალი სამხედრო აქტივების განლაგება. დანიაში ასევე გამოაცხადეს კიდევ ერთი შეთანხმების დადების შესახებ – „აქცენტი რეგიონში შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებაზე“.
„დანიის სადაზვერვო სამსახურის შეფასებით, საფრთხის დონე არქტიკაში გაუარესდა. ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა ამ რეგიონებში“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პულსენმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.