დანია 1:1 ავსტრალია (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის „C“ ჯგუფის შეხვედრაში დანია ავსტრალიას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.

დანიამ პირველ ტურში პერუს მინიმალური ანგარიშით მოუგო, ხოლო ავსტრალია კი საფრანგეთთან დამარცხდა, შესაბამისად „სოქარუებს“ პლეიოფში გასასვლელი რეალური შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება სჭირდებოდათ.

მატჩის პირველი გოლი მე-7 წუთზე გავიდა. დანიელების შესანიშნავი კომბინაცია ერიქსენმა უძლიერესი დარტყმით დაასრულა და რაიანი უძლური გამოდგა – დანია 1:0 ავსტრალია.

36-ე წუთზე პოულსენმა მეტოქის დარტყმას მიმართულება ხელით შეუცვალა, რაც მსაჯს გამორჩა, თუმცა ყურადღებით იყო ვიდეო არბიტრი, რომლის წყალობითაც პენალტი დაინიშნა. ანგარიში იედინაკმა ზუსტად შესრულებული დარტყმით გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ავსტრალიელები უფრო აქტიურობდნენ და რამდენიმე საგოლე ეპიზოდიც ჰქონდათ, თუმცა მომენტების რეალიზაცია ვერ მოახერხეს და ფრეს დასჯერდნენ.

დანია 4 ქულით „C“ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, მაგრამ თუ დღეს საფრანგეთი პერუს დაამარცხებს, პირველ ადგილს „მამლები“ დაიკავებენ. პერუს ჯერ-ჯერობით ქულა არ აქვს, ხოლო ავსტრალიელებს ერთი ქულა აქვთ და ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებენ.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!