დანი ოლმო „ბარსელონას“ მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახევარმცველი დანი ოლმო ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს და მადრიდის „რეალთან“ მოახლოებულ ელ კლასიკოს გამოტოვებს, – ინფორმაციას კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
ესპანელმა ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის დროს მიიღო, რომელიც „ბარსელონამ“ ანგარიშით 2:4 წააგო. ოლმომ შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო და 27-ე წუთზე ის ფერმინ ლოპესმა შეცვალა.
სამედიცინო გამოკვლევამ დაადასტურა, რომ 28 წლის ნახევარმცველს მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ტრავმა მეტოქესთან შეჯახების შედეგად მიიღო. მისი გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით ოთხი-ხუთი კვირა იქნება საჭირო.
ოლმოს ტრავმა სერიოზული პრობლემაა ჰანსი ფლიკისთვის, რომელსაც ტრავმების გამო ერიკ გარსია, ანდრეას კრისტენსენი და ჟიულ კუნდეც აკლია. ამ უკანასკნელის ელ კლასიკოში მონაწილეობა ჯერჯერობით საეჭვოა.
„ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურში 25 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ უმასპინძლებს.