დანი კარვახალმა შეიძლება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს #1TVSPORT
დანი კარვახალმა შეიძლება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მცველმა დანიელ კარვახალმა 2024 წლის შემოდგომაზე მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ექიმების პროგნოზების მიხედვით, მთელი სეზონი უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ ახლა სიტუაცია უფრო დამაიმედებლად მოსჩანს.

როგორც გამოცემა Relevo წერს, კარვახალმა დაასრულა აღდგენის პირველი ეტაპი. პროცესი უკეთ და სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ელოდნენ. არსებობს ალბათობა, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ განაპირა მცველი რბენით ვარჯიშებს დაიწყებს.

კარვახალმა მიზნად დაისახა აღდგენა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2025 წლის ზაფხულში გაიმართება. თუ რეაბილიტაცია ასეთი ტემპით გაგრძელდება, მას კარგი შანსი აქვს დაუბრუნდეს მოედანს სწორედ ამ ტურნირისთვის. „რეალი“ საკლუბო მსოფლიოს თასზე პირველ მატჩს 18 ივნისს ჩაატარებს.