დანი ალვეშს კარიერის დასრულება „ბოკა ხუნიორსში“ სურს
დანი ალვეშს კარიერის დასრულება „ბოკა ხუნიორსში“ სურს

„სან პაულუს” მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არგენტინულ გრანდში „ბოკა ხუნიორსში” იმედოვნებს. 36 წლის ბრაზილიელის კონტრაქტი „სან პაულუსთან“ 2022 წლის ბოლომდეა ძალაში.

„კარგი იქნებოდა კარიერის „ბოკა ხუნიორსში” დასრულება. ხალხმა იცის ჩემი სიმპატიის შესახებ ამ გუნდის მიმართ. „ბოკა ხუნიორსი“ ყოველთვის აღძრავდა ჩემში განსაკუთრებულ გრძნობებს. საკუთარ თავს ამ კლუბთან ვაიგივებ. იმავეს ვგრძნობდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ბარსელონაში“ ვთამაშობდი“, – თქვა ალვეშმა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში.

დანი ალვეში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა მსოფლიო ფეხბურთში, მის აქტივში 40 ტიტულია.