დანი ალვეშს დღეს 36 წელი შეუსრულდა
დანი ალვეშს დღეს 36 წელი შეუსრულდა

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელ დანი ალვეშს დღეს 36 წელი შეუსრულდა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული განაპირა მცველი 1983 წლის 6 მაისს, ბრაზილიის ქალაქ ჟუაზეიროში დაიბადა.

ალვეშმა საფეხბურთო კარიერა მშობლიურ ბაიაში დაიწყო, საიდანას 2002 წელს სევილიაში, იქიდან კი ბარსელონაში გადავიდა და კატალონიურ გრანდში რვა წელი გაატარა. ბრაზილიელი ბარსასთან ერთად ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო სამეფო თასი, ოთხჯერ – ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ – ესპანეთის სუპერთასი, სამჯერ – საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და სამჯერ – ევროპის სუპერთასი.

ალვეში ბარსელონას რიგებში 2008 წელს ჩაირიცხა და 2016 წლამდე იცავდა გუნდის ღირსებას, ამის შემდეგ იგი ტურინის იუვენტუსში გადაბარგდა, სადაც ერთი სეზონი დაჰყო, ახლა კი პარი სენ-ჟერმენში ასპარეზობს.