დანი ალვეში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც 40 ტიტული აქვს მოპოვებული
დანი ალვეში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც 40 ტიტული აქვს მოპოვებული

ბრაზილიის ნაკრების მცველმა დანი ალვეშმა განაახლა მსოფლიოს რეკორდი გუნდური ტიტულების რაოდენობით.

კოპა ამერიკას მოგების შემდეგ, ბრაზილიელს კარიერაში 40 ტიტული დაუგროვდა. ალვეშმა ცხრაჯერ მოიგო ჩემპიონატები (ესპანეთი – 6, საფრანგეთი – 2, იტალია – 1), შვიდჯერ ეროვნული თასები (ესპანეთი – 5, საფრანგეთი – 1, იტალია – 1), შვიდჯერ ეროვნული სუპერთასები (ესპანეთი –5, საფრანგეთი – 2), ერთხელ ლიგის თასი (საფრანგეთი), სამჯერ ჩემპიონთა ლიგა (ყველა „ბარსელონასთან“ ერთად), ორჯერ „უეფას“ (UEFA) თასი (ორივე „სევილიასთან“ ერთად), ოთხჯერ „უეფას“ სუპერთასი და სამჯერ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, 36 წლის ალვეშს ორ-ორჯერ აქვს მოგებული კოპა ამერიკა და კონფედერაციათა თასი.