დანი ალვეში – დღევანდელ „მილანში“ ვარსკვლავი ვიქნებოდი
September 5, 2019, Miami Gardens, FL, USA: Brazil national soccer team defender Dani Alves during practice on Thursday, Sept. 5, 2019, at Hard Rock Stadium in Miami Gardens, Fla., in preparation for international friendly against Colombia on Friday. (Credit Image: © TNS via ZUMA Wire)
ბრაზილიური „სან პაულუს“ 37 წლის მცველი დანი ალვეში თვლის, რომ ევროპულ ჩემპიონატში კვლავაც წარმატებით ითამაშებდა.
„დღევანდელ „მილანში“ ვარსკვლავი ვიქნებოდი. ასაკი უბრალოდ რიცხვია და მე ჯერ კიდევ შერჩენილი მაქვს ძალა იმისათვის, რომ ვიბრძოლო. დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე გასვლისას სირცხვილის საფუძველი არა მაქვს. დავამთავრებ თამაშს მაშინ, როცა მივხვდები, რომ თამაში აღარ შემიძლია“, – მოჰყავს ალვეშის სიტყვები „ფუტბოლ იტალიას“.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „სან პაულუში“ 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მანამდე ის იცავდა „პარი სენ-ჟერმენის“, „იუვენტუსის“, „ბარსელონასა“ და „სევილიას“ ღირსებას. 40-ზე მეტი ინდივიდუალური და საკლუბო ჯილდოთი ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია.