დანი ალვეში „ბარსელონას“ ახალწვეულს - მიეცი ბურთი მესის
დანი ალვეში „ბარსელონას“ ახალწვეულს - მიეცი ბურთი მესის

RAC1-თან ინტერვიუს დროს „სან პაულუს“ მარჯვენა მცველმა „ბარსელონას“ ახალწვეულს, ​სერჟინიო დესტს საკმაოდ მარტივი რჩევა მისცა და მის მომავალზეც ისაუბრა.

„თუ მას რამე უნდა ვურჩიო, მაშინ ეს ძალიან მარტივია – მიეცი ბურთი მესის“.

დესტს აქვს მაღალი სათამაშო ხარისხი და „ბარსელონაში“ წარმატების მიღწევის საკმაოდ დიდი შანსი აქვს“.

ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელს მისი და დესტის შედარებაც სთხოვეს, რაზეც ალვეშმა უპასუხა, რომ არასდროს უყვარდა შედარებები და ზუსტად იგივე ხდებოდა მისი და კაფუს შემთხვევაშიც.

ამერიკელმა მცველმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ალვეში მისთვის მისაბაძი ფეხბურთელია.

„ალვეში ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელია. მე მის ვიდეოებს Youtube-ში ვუყურებდი, ბევრს ვსწავლობდი და კვლავაც შემიძლია ბევრი ვისწავლო. „ბარსელონაში“ ალვეშის ყოფილი თანაგუნდელები დღესაც თამაშობენ, მაგალითად მესი. მე ყოველთვის შემიძლია რჩევა ვკითხო მას“.

დიდი ალბათობით, დანი ალვეშის რჩევები ახალგაზრდა მცველს მომავალში გამოადგება. ბრაზილიელ ლეგენდას მესისთან ერთად თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მათ ერთად ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ, ხოლო ლა ლიგა 6-ჯერ აქვთ მოგებული.