დანებისგან შექმნილი ანგელოზი - დიდი ბრიტანეთის ქუჩებში დანით მოკლული მოზარდების ხსოვნას ხელოვანმა ქანდაკება მიუძღვნა
დანებისგან შექმნილი ანგელოზი - დიდი ბრიტანეთის ქუჩებში დანით მოკლული მოზარდების ხსოვნას ხელოვანმა ქანდაკება მიუძღვნა

ბრიტანელმა ხელოვანმა ალფი ბრედლიმ 100 ათასი დანისგან სკულპტურა შექმნა.

BBC-ის ინფორმაციით, თავისი ნამუშევრით ხელოვანს სურდა, ხელისუფლების ყურადღება გაემახვილებინა ქვეყანაში ცივი იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის მზარდ სტატისტიკაზე.

BBC-ის ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან მხოლოდ ლონდონში დანით 55 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ძირითადად მოზარდები. დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცივი იარაღით ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა 22%-ით არის გაზრდილი.

ყველა დანა, რომელთაგანაც სკულპტურა შედგება, ოდესღაც დანაშაულის იარაღი იყო. მათზე მსხვეპლის მონაცემებია ამოტვიფრული. მოქანდაკეს დანები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქის პოლიციელებმა მისცეს. ანგელოზის შესაქმნელად ალფი ბრედლი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება დანებისგან შექმნილი ანგელოზის გამოფენაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს. როგორც ხელისუფლების წარმომადენლები განმარტავენ, ქანდაკებამ შესაძლოა, მსხვერპლთა ოაჯხების გრძნობები შეუარცხყოს.