დანა ვაიტმა 9 მაისის ღონისძიებაზე ისაუბრა
დანა ვაიტმა 9 მაისის ღონისძიებაზე ისაუბრა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა „ემ ემ ეი ფაითინგ“-თან (MMA Fighting) მიცემულ ინტერვიუში 9 მაისის ღონისძიებაზე ისაუბრა. დანა ვაიტის თქმით ორგანიზაციას ქარდის ჩატარება ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„მე მზად ვიყავი, რომ UFC 249 კალიფორნიაში, „ტაჩი პალასში“ მიმდინარე კვირას ჩამეტარებინა, თუმცა ჩემი პარტნიორების დაჟინებული თხოვნის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საბრძოლო ღამე გადავდო. მე ჩემს პარტნიორებს დიდ პატივს ვცემ. ამჟამად კი მინდა გითხრათ, რომ შეთანხმება მიღწეულია და 9 მაისს ბრძოლები აუცილებლად გაიმართება. ორგანიზაცია ამაზე უკვე აქტიურად მუშაობს. მე გაჩერებას არ ვაპირებ. ეს გადაწყვეტილება მტკიცედ მივიღე. რეალობა ასეთი გვაქვს. არის შანსი რომ ღონისძიება ჩატარდეს? დიახ არის. უბრალოდ ეს ყველაფერი გაცილებით დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თუმცა ჩვენ გაგვაჩნია ეს თანხები და აქედან გამომდინარე არ გავჩერდებით,“ – განაცხადა ვაიტმა.