დანა ვაიტის თქმით, ფლოიდ მეივეზერი 2020 წელს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) წარმომადგენელთან მორიგ ბრძოლას გამართავს
დანა ვაიტის თქმით, ფლოიდ მეივეზერი 2020 წელს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) წარმომადგენელთან მორიგ ბრძოლას გამართავს

მას შემდეგ, რაც კონორმა 40 წამში დონალდ სერონე დაამარცხა, ცნობილმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა ინსტაგრამის საკუთარ  გვერდზე საკმაოდ საინტერესო ორი პოსტი გამოაქვეყნა. ფლოიდი კონორ მაგრეგორთან და ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო ბრძოლებზე ალაპარაკდა.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მეივეზერთან მუშაობს და შესაძლოა 2020 წელს ფლოიდი რინგს დაუბრუნდეს.

„ჩვენ ფლოიდთან ვმუშაობთ და რაღაცას ვაპირებთ. მეივეზერი ჩვენს გეგმებში არის და ასევე ჩვენ ვართ მის გეგმებში. ვფიქრობ, აუცილებლად მივაღწევთ შეთანხმებას.” – აღნიშნა ვაიტმა პრესკონფერენციაზე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather) on

 

View this post on Instagram

 

A post shared by Floyd Mayweather (@floydmayweather) on