დანა ვაიტის თქმით 2019 წელი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო

13:06, 25.12.2019

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ინსტაგრამის საკუთარ  გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით 2019 წელი UFC-ის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური და კომერციულად წარმატებული იყო.

„2019 წელი უდავოდ საუკეთესო იყო. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მებრძოლს, ფანს, მედიას და ორგანიზაციის თანამშრომლებს. მოუთმენლად ველოდები 2020 წელს. ყველას კარგ დასვენებას გისურვებთ!”

მსგავსი