დანა ვაიტი - „ვოლკანოვსკისა და სეხუდოს ბრძოლა არ გაიმართება“
დანა ვაიტი - „ვოლკანოვსკისა და სეხუდოს ბრძოლა არ გაიმართება“

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ კარიერა მაისში დომინიკ კრუზის დამარცხების შემდეგ დაასრულა. მას შემდეგ სეხუდომ ოქტაგონზე დაბრუნების სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა და ქვემსუბუქი (featherweight) წონის ტიტულისთვის ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკისთან ბრძოლა უნდა.

ლას ვეგასში გამართული ბოლო ქარდის შემდეგ, დანა ვაიტმა ვრცელ ინტერვიუში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, ერთ-ერთი კითხვა ჰენრი სეხუდოს ეხებოდა.

„მეგობრებო, მან დაასრულა კარიერა. ცოტა ხნის წინ აქტიურად მეკითხებოდნენ კიდევ რამდენიმე მებრძოლზე, რომლებმაც კარიერა დაასრულეს. მეგობრებო, ამ ადამიანებმა კარიერა დაასრულეს. ამჟამად, არც კი ვფიქრობ რომელიმე მათგანზე. ლიგაში ძალიან ბევრი მაღალი დონის მებრძოლია, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ოქტაგონზე გასვლას. სწორედ მათზე ვფიქრობ ახლა“, – განაცხადა ვაიტმა.