დანა ვაიტი - მიოჩიჩი და კორმიე მესამე ბრძოლის გამართვაზე შეთანხმდნენ
დანა ვაიტი - მიოჩიჩი და კორმიე მესამე ბრძოლის გამართვაზე შეთანხმდნენ

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი დანა ვაიტი ადასტურებს, რომ მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონ სტიპე მიოჩიჩსა და დენიელ კორმიეს შორის მესამე ბრძოლა აუცილებლად გაიმართება. ვაიტის თქმით მებრძოლები პირობებზე უკვე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ კორმიე და მიოჩიჩი პირველად 2018 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. გამარჯვება დენიელ კორმიემ პირველ რაუნდში მოიპოვა. განმეორებითი დაპირისპირება ამ ორ მებრძოლს შორის 2019 წლის დასაწყისში მოხდა. წარმოშობით ხორვატმა რევანშის აღება შეძლო და მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

რიკ ეისენის შოუში დანა ვაიტმა კორმიესა და მიოჩიჩის ბრძოლაზე ისაუბრა.

„ამ დროისთვის სტიპე ტრავმას მკურნალობს. ბოლო ბრძოლაში მან საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო. ასე რომ ჩვენ მის გამოჯანმრთელებას ველოდებით. ბრძოლაზე თანხმობა კი ორივე სპორტსმენმა გამოთქვა. აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად შედგება.”

დენიელ კორმიე უკვე 40 წლის არის და დიდი ალბათობით ეს მის კარიერაში უკანასკნელი ბრძოლა იქნება.