დანა ვაიტი - კონორ მაკგრეგორი მზად არის და სავარაუდოდ, ის კუნძულზე იბრძოლებს
დანა ვაიტი - კონორ მაკგრეგორი მზად არის და სავარაუდოდ, ის კუნძულზე იბრძოლებს

კონორ მაკგრეგორი მზად არის, 2020 წელს კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს. ამჟამად მთავარ კითხვას წარმოადგენს,  ვინ იქნება ირლანდიელის მეტოქე.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ოქტაგონს მიმდინარე წლის იანვარში დაუბრუნდა. მაკგრეგორმა დონალდ სერონე 40 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ „იუ-ეფ-სი“-ს (UFC), ისევე როგორც სხვა სპორტების გეგმები არია.

დანა ვაიტმა კონორის შესახებ ჯიმ რომთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„კონორი მზადაა, რომ ბრძოლა მალე გამართოს. ის ძალიან კარგ ფორმაშია. საბრძოლო კუნძული ძალიან მნიშვნელოვანი ლოკაციაა მებრძოლებისთვის, რომლებიც ამჟამად ამერიკის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მე, რა თქმა უნდა, ძალიან არ მსურს კონორის ბრძოლამ ფანების გარეშე ჩაიაროს. თუმცა, თავად მაკგრეგორი ამისთვის მზადაა”, – განაცხადა ვაიტმა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება კონორის მეტოქე. ვაიტს დეტალები არ გაუხმაურებია, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ყველაზე რეალური კანდიდატი ხორხე მასვიდალია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ბრძოლა შედგა, შესაძლოა დაპირისპირება „ბი-ემ-ეფ“ (BMF) ქამრისთვის გაიმართოს.