დანა ვაიტი - ხაბიბისა და ტონის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართება 
დანა ვაიტი - ხაბიბისა და ტონის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართება 

კორონავირუსის პანდემიამ უკვე აზარალა სპორტის უამრავი სახეობა და ლიგა. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიებამ დღეს ბრაზილიაში მაყურებლების გარეშე ჩაიარა.

ამერიკულ მედიაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შერეული ორთაბრძოლების ფანებისთვის ყველაზე სასურველი ბრძოლა 18 აპრილს ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის ჩაშლის პირას არის. თუმცა, ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დღეს გულშემატკივარი დააწყნარა.

„ბრძოლა აუცილებლად შედგება. მე ვიცი ფანები როგორ ნერვიულობენ ამასთან დაკავშირებით. მინდა, ყველა დავამშვიდო. ხაბიბი ტონის წინააღმდეგ 18 აპრილს გაიმართება!”- განაცხადა ვაიტმა ბრეტ ოკამოტოსთან ინტერვიუს დროს.

დიდი ხნის ნანატრი ბრძოლა 18 აპრილს ბრუკლინში არის ჩანიშნული. ვაიტის თქმით ერთადერთი სიახლე, რომელიც ამ ბრძოლასთან დაკავშირებით არის მოსალოდნელი – ეს არენის და ლოკაციის ცვლილებაა.