დანა ვაითი – ხაბიბ ნურმაგომედოვი ქამარს დისკვალიფიკაციის შემთხვევაშიც შეინარჩუნებს
LAS VEGAS, NEVADA - OCTOBER 04: UFC president Dana White hosts the UFC 229 Press Conference inside The Park Theater at Park MGM on October 4, 2018 in Las Vegas, Nevada. (Photo by Jeff Bottari/Zuffa LLC/Zuffa LLC via Getty Images)
ხაბიბ ნურმაგომედოვი მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს იმ შემთხვევაშიც შეინარჩუნებს, თუ ნევადის შტატის ათლეტების კომიტეტი მას დისკვალიფიკაციას მისცემს. ამის შესახებ UFC-ის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა ისაუბრა.
რუსმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა, შემდეგ კი ოქტაგონის ღობეს გადაახტა და მეტოქის გუნდის წევრებთან იჩხუბა.
ნურმაგომედოვს ჯერჯერობით ბრძოლისთვის განკუთვნილი ანაზღაურება არ მიუღია.
„ის სავარაუდოდ ექვს თვიან დისკვალიფიკაციას მიიღებს. თუკი ნევადის შტატი მას დასჯის, ჩვენც იგივეს გაკეთება მოგვიწევს. ჩვენნევადით ათლეტების კომიტეტის გვერდის ავლას არ ვაპირებთ. ნურმაგომედოვი უბრალოდ ცოტა ხნით დაისვენებს.“ – განაცხადა ვაითმა.
ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი ლას ვეგასში გამართული ორთაბრძოლის მეოთხე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
დაპირისპირების შემდგომი ქმედებებისთვის მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში, თუმცა განმარტა რომ მისი გაბრაზება მაკგრეგორის განცხადებებებმა გამოიწვია, რომლითაც ირლანდიელმა ნურმაგომედოვის რელიგია, ქვეყანა და მამა შეურაცხყო.