დანა ვაიტი - „ჯონ ჯონსის მომავალი მის ხელშია, თუმცა მან საკმარისი თანხა გამოიმუშავა იმისათვის, რომ კარიერა დაასრულოს“
დანა ვაიტი - „ჯონ ჯონსის მომავალი მის ხელშია, თუმცა მან საკმარისი თანხა გამოიმუშავა იმისათვის, რომ კარიერა დაასრულოს“

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ჯონ ჯონსზე კანადურ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. როგორც ცნობილია, ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა საკუთარი ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და ორგანიზაციიდან დროებით წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ვაიტმა ამ შემთხვევაზე გუშინ ისაუბრა: „ჯონ ჯონსი არის შერეული ორთაბრძოლების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. ის, თუ როგორ მოიქცევა ჯონსი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარ კარიერასთან მიმართებაში, მხოლოდ და მხოლოდ თავად ჯონის გადასაწყვეტია. რეალობა კი არის ასეთი, ჯონ ჯონსმა საკმარისი თანხა გამოიმუშავა იმისათვის, რომ კარიერა დაასრულოს“.