დანა ვაიტი ჯონ ჯონსის დასჯას პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის გამო არ აპირებს
დანა ვაიტი ჯონ ჯონსის დასჯას პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის გამო არ აპირებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი დანა ვაიტი აცხადებს, რომ ნახევრად მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი ჯონ ჯონსი პოლიციასთან შექმნილი მორიგი პრობლემების მიუხედავად არ დაისჯება. ვაიტის თქმით, „ბოუნსი“ მიმდინარე წლის ბოლომდე ოქტაგონზე აუცილებლად გამოჩნდება.

ჯონსი მარტში მანქანის ნასვამ მდგომარეობაში ტარების გამო პოლიციამ დააკავა. მანქანის საბარგულში სამართალდამცველებმა ცეცლხლსასროლი იარაღიც იპოვეს. შედეგად, მას ოთხდღიანი შინაპატიმრობა შეეფარდა. ჯონსს ასევე 90 დღიანი პრობაციის გავლა მოუწევს.

უსიამოვნო ფაქტის შემდეგ, ჯონ ჯონსმა გულშემატკივარს მიმართა და აღიარა, რომ ალკოჰოლთან მიმართებაში მას გარკვეული პრობლემები აქვს და მკურნალობა ესაჭიროება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ჯონსს ჩემპიონის ქამარი სწორედ მსგავსი ფაქტის გამო ჩამოერთვა.