დანა ვაიტი - გულშემატკივრები ტრიბუნებს დიდი ხანი ვერ დაუბრუნდებიან
დანა ვაიტი - გულშემატკივრები ტრიბუნებს დიდი ხანი ვერ დაუბრუნდებიან

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო სპორტი პარალიზებული გახადა. გაჩერებულია თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება. გაურკვეველი დროით არის გადადებული ყველა სპორტული ლიგის სეზონი. სპორტის გულშემატკივრებს პირველი „იუ ეფ სი“ (UFC) უბრუნდება, თანაც საკმაოდ მალე. უკვე ცხრა მაისიდან ჯექსონვილის არენაზე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი განახლდება. მაისში სულ სამი დადასტურებული ქარდი შედგება. ასევე საუბარია, რომ ღონისძიება 23 მაისსაც ჩატარდება, თუმცა ლოკაცია და დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

„ჩვენ უნდა ვცადოთ წინ წასვლა. ორგანიზაცია უამრავ ფულს ხარჯავს, რომ ყველაფერმა უმაღლეს დონეზე უსაფრთხოდ გაიმართოს. ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან ძვირი გვიჯდება. მე რა თქმა უნდა დამჭირდება დიდი სტაფი, მებრძოლები, მსაჯები, კომისია, ეს დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. თუმცა ვინმემ უნდა დაიწყოს სპორტის გაცოცხლებაზე ზრუნვა. ჩვენ არ შეგვიძლია ასე ვისხდეთ უმოქმედოდ დეკემბრამდე. ჩემი პრიორიტეტი ჯანმრთელობა და უსაფრხოებაა. მე ვზრუნავ ჩემს მებრძოლებზე და დაქირავებულებზე, ისევე როგორც ჩემს ოჯახზე. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტი უკვე 20 წელზე მეტია. ეს ჩვენთვის ახალი არ არის. როგორც ჩანს, მსოფლიოს დღის წესრიგი იცვლება და მე მომავალს გეგმით ვხვდები. ფანების დაბრუნებას არენაზე დიდი ხნის მანძილზე არ ვაპირებ. ხალხს ჰგონია, რომ ამას სერიოზულობით არ ვეკიდები. რომ უბრალოდ მალე დაბრუნება მსურს. მერწმუნეთ, ყველაფერს ძალიან სერიოზულად ვუყურებ. ამჟამად მხოლოდ უსაფრთხოებაზე ვფიქრობთ. ჩვენთვის უმაყურებლო ბრძოლები ახალი არ არის. ბევრი წლის მანძილზე „იუ ეფ სი“-ის მებრძოლები ცარიელ დარბაზებში იბრძოდნენ.“ – განაცხადა ვაიტმა